10:41 - 29 Jul, 2026
|
2018-06-18 11:09:56, 839 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ახალი შემადგენლობა მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება. პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის შემადგენლობის განხილვის გრაფიკი დამტკიცდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კვირის ბოლომდე მთავრობის ფორმირების პროცესი დასრულებული იქნება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მთავრობის შემადგენლობას დღეს დაასახელებს. ამის შემდეგ პარლამენტი სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. შეგახსენებთ, სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 13 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)