|
2018-06-16 16:56:00, 1139 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: დაისაჯონ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მოძალადე წევრები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს გამოეხმურა. აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გია აბულაძემ, „ქართული ოცნება“ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა. „როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მხრიდან წახალისებული არის ძალადობა, წახალისებული არიან მსგავსი კრიმინალები, რამაც გამოიღო შედეგი და გუშინ ოზურგეთის საკრებულოს წევრს, ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ, ასევე, ოზურგეთის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიყვანილი იქნას ეს გამოძიებები ბოლომდე, დაისაჯონ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მოძალადე წევრები“, - განაცხადა გია აბულაძემ. შეგახსენებთ, გუშინ ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბესო ქათამაძემ განაცხადა, იგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოფისში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ „ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარუდგინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)