|
2018-06-14 14:58:32, 4105 ნახვა
სპორტი
ბაქრაძე: „ქართული ოცნების“ გუნდს აღარ დარჩა რესურსი, ქვეყანა ნორმალურად მართოს
ბოლო თვეების მოვლენებმა ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს აღარ დარჩა რესურსი ქვეყანა მართოს ნორმალურად - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ერთადერთი გზა არჩევნების გზით მშვიდობიანად, მართველი გუნდის პენსიაზე გაშვებაა. „ცალკეული სახელების ცვლილებას აზრი არ აქვს და ბოლო თვეების მოვლენებმა ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა, რომ ქართული ოცნების გუნდს აღარ დარჩა რესურსი ქვეყანა მართოს ნორმალურად, უზრუნველყოს ქვეყანაში განვითარება, სიმშვიდე და შემდეგ შეასრულოს ის მოლოდინები რომელიც დღეს აქვს ჩვენს საზოგადოებას. გამოსავალი არ არის ცალკეული მინისტრების შეცვლა და მათ მაგივრად მართველი გუნდიდან ისეთივე ადამიანების მოყვანა არამედ გამოსავალი არის საბოლოო ჯამში ქართველ ხალხთან ერთად არჩევნების გზით მშვიდობიანად მთელი გუნდის გაშვება პოლიტიკურ პენსიაზე“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)