|
2018-06-13 20:02:08, 3579 ნახვა
სპორტი
ეკა გიგაური: თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა აღარ უნდა დაიკავოს
მნიშვნელოვანია პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები შეირჩნენ მინისტრთა თანამდებობებზე - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა. გიგაური იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მინისტრები მოწოდებულნი იქნებიან, სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები გააგრძელონ. „საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა, რომ გადახალისებულიყო სამთავრობო გუნდი, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა ახალი სულით უნდა გაგრძელებულიყო და მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი რეფორმების განხორციელება. იმედი გვაქვს რომ ის კანდიდატები, რომლებიც უკვე დაიკავებენ ახალ თანამდებობებს ზუსტად იქნებიან მოწოდებულნი რომ სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები გააგრძელონ. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი რეფორმაა გასატარებელი, ახალი ხედვის მქონე ადამინი უნდა იყოს ჩართული და ამ მიმართულებას უხელმძღვანელოს. ვთვლით, რომ ეს თანამდებობა აღარ უნდა დაიკავოს თეა წულუკიანმა“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)