00:52 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 11:03:48, 915 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი - დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე და ისე ითხოვენ მათ დაკავებას, არ ფიქრობენ, გვაქვს კი საამისო მტკიცებულებები

„ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე. დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ, მათ შორის, მოწმის და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას, რომ არ ფიქრობენ, გვაქვს კი საიმისო მტკიცებულებები, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყოთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება ადამიანების დასაკავებლად საკმარისი არ არის.

„გამოძიებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, იმიტომ, რომ ვიღაცეების მოსაზრებით, და თუნდაც, შინაგანი რწმენით, თუნდაც ჩემი საგამოძიებო უწყების, თუნდაც პროკურორის, თუნდაც მოსამართლის შინაგანი რწმენით, თუნდაც ეჭვებით, რომ ვიღაც არის მკვლელი - ასე, პირის არც დაკავება ხდება, არც ბრალის წარდგენა და არც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება, მათ შორის, ირიბი მტკიცებულება, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები დავაკავოთ. შეგახსენებთ, საუბარია მოზარდებზე, რაც, სხვათაშორის, ყველას დაავიწყდა და ჩემთვის, პირადად, იმ ადამიანისთვის, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია ეს ყველაფერი. ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე. დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ, მათ შორის, მოწმის და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას, რომ არ ფიქრობენ და არ კითხულობენ, გვაქვს კი საიმისო მტკიცებულებები,  რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყოთ, დავაკავოთ და ბრალი წავუყენოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics