23:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 13:09:09, 1794 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ავსტრიის კანცლერს ვენაში დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს ზაფხულში ვენაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

 მედიის ცნობით, ავსტრიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ტრამპთან დაკავშირებას და ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებას დაჰპირდა.

 „ავსტრიელები მზად არიან საკუთარ ქვეყანაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ჩაატარონ. მოლაპარაკებების მიზანი სირიის, უკრაინისა და სხვა საკითხების ირგვლივ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებაა“,- წერს გამოცემა.

როგორც ირკვევა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა რუსულ მედიას უკვე დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სებასტიან კურცი მათ უკვე დაუკავშირდა და ტრამპი-პუტინის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics