09:41 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 16:28:12, 1960 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ივნისის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ივნისის სამიტზე ალიანსის მოკავშირე ქვეყნები საქართველოს პროგრესს აღიარებენ.

სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთის მისიაში ქართული ქვედანაყოფიც მონაწილეობს.

„სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი რეფორმების გატარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით. ეს ეხება კანონის უზენაესობას და იმასაც, რომ საქართველო განაგრძობს კორუფციასთან ბრძოლას. ზუსტად როგორ გავაკეთებთ ამას ჯერ არ ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები ივნისის სამიტზე აღიარებენ საქართველოს პროგრესს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics