|
2018-06-06 14:11:58, 1392 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: ჩვენ და ზაზა სარალიძე უნდობლობას ვუცხადებთ დროებით საგამოძიებო კომისიას
საპარლამენტო უმცირესობის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა კომისიას უნდობლობას უცხადებს. სამადაშვილის თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია დროს გააჭიანურებს და საქმის "საფარცხვის" საფრთხეს შექმნის. "სხვა სიტუაციაში, ამ ქვეყანაში ალბათ აღნიშნული კომისიის შექმნა შესაძლოა რაიმე აზრის მატარებელი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ ერთ რამეს - მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ მოხდეს დაზარალებული ზაზა სარალიძის დისკრედიტაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა სამარცხვინო კონტრაქციებს იმისთვის, რომ ამ ადამიანის გაჭირვება აქციოს მასკარადად, ვხედავთ, რომ ტაშით გააცილეთ პროკურორი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმაზე, რაც მოხდა. აღნიშნულ ვითარებაში ამ კომისიის შექმნა არის მცდელობა, რომ რეალურად გადაიფაროს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც მოითხოვს ამ სისტემის ჩამოშლას და პირველ რიგში ქალბატონი წულუკიანის გადაყენებას პოსტიდან. სწორედ ის არის შემოქმედი იმ სისტემისა, რომელიც აღარ ენდობა საქართველოს არც ერთი მოქალაქე. ამ სისტემის ჩამოსაშლელად სამწუხაროდ კომისიის შექმნა საკმარისი არ არის. კომისია მხოლოდ გააჭიანურებს დროს და შექმნის შესაძლებლობას, რომ ჩაიფარცხოს ეს საქმე ისევე, როგორც ჩაიფარცხა ყველა სხვა გამოუძიებელი საქმე თქვენი ხელისუფლების პირობებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ და რაც მთავარია, ზაზა სარალიძე უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას. ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა სხვა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ამ ქვეყანაში, გააგრძელებს ბრძოლას მანამდე, სანამ ზაზა სარალიძე არ იპოვის სამართალს საკუთარი მოკლული შვილისთვის. დღეს ამ კომისიის შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა ზაზა სარალიძემ და ეს არის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არ ვენდეობი ამ კომისიის შედეგიანად მუშაობის პერსპექტივას და რატომ ვერ დავუჭერთ მხარს კომისიის შექმნას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)