10:20 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 20:25:54, 1076 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს იმას, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი

ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა.

ციხელაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ  საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზს დაადგენს.

„ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მის სხეულზე იყო 100-ზე მეტი დაზიანება. ეს ცხადყოფს იმას, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად იყო ძალა გამოყენებული, არაადამიანურ მოპყრობას და ფაქტობრივად წამებას ჰქონდა ადგილი. არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ამას გამოძიება შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს. გამოძიებისთვის საექსპერტო შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ასევე, რომ საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც უშუალოდ სიკვდილის მიზეზებს დაადგენს“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics