10:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 19:52:10, 1320 ნახვა

კომენტარი
სარალიძის ადვოკატი: გამიჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლებელია, საქმე შესწავლილ იქნეს სრულყოფილად და ობიექტურად

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პრემიერს მიაწოდეს მთელი ის ინფორმაცია, რაც საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„ჩემი შეფასებით შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაირა, მშვიდ ვითარებაში. ჩვენ მივაწოდეთ მთელი ის ინფორმაცია, რაც გვქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით და  გულისტკივილი რასაც დაზარალებული განიცდიდა მთელი ამ ექვსი  თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრას ექნება შემდგომი ნაბიჯები და რეაგირება მოყვება. პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს საქმესთან მიმართებაში. პრემიერმა, გამოთქვა მოსაზრება და მოგვცა დაპირება, რომ არსებობს სრული სამართლებრივი და პოლიტიკური მზაობა იმისთვის, რომ საქმე მათი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს და ასევე დაზარალებული მხარე, ჩართონ საქმის გაცნობის ვითარებაში, რადგან ნებისმიერი დეტალი იყოს ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია განვაცხადო, მე გამიჩნდა მოლოდინი, იმისა რომ შესაძლებელია საქმე შესწავლილ იქნეს სრულყოფილად და ობიექტურად“,– განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძე ადვოკატთან და სახალხო დამცველთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics