|
2018-06-03 00:53:07, 1246 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ნაწილი გაერთიანდება და სამოქმედო გეგმას 18:00 საათზე წარადგენს
საპროტესტო აქციების სამოქმედო გეგმა დღეს, 18:00 საათზე გახდება ცნობილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ზაზა სარალიძესთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს. ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა აქციაზე შეკრებილებს ერთად მიესალმნენ. "მე გადავწყვიტე უკვე, რომ მომეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის და მთელი საქართველოსთვის. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ, რათა სისტემა დანგრეულიყო. ჩვენი შვილების მკვლელები უნდა დაისაჯონ. ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა," - აღნნიშნა სარალიძემ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ამ ქვეყანაში სისტემას ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და სწორედ ის უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. ეს არის ახალი ეტაპი, ეს არის მეორე ეტაპი, ეს არის ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მივა ბოლომდე“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ. „ეს ადამიანი მოვიდა, მესმის, რომ მძიმეა პროცესი, როდესაც ამდენ პროვოკაციას უძლებ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები დაისაჯოს. ამიტომ, მოვიდა ეს ადამიანი და ჩვენ ბუნებრივია, მზად ვართ, გვერდით დავუდგებით. ჩვენ ვიდექით, როგორც მოქალაქეები მის გვერდით და მზად ვართ, უფრო მეტიც გავაკეთოთ“, – აღნიშნა ქარდავამ.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)