19:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 15:02:07, 1241 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურორთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო

ხორავას ქიჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს, მთავარი პროკურორის შეთავაზებას დათანხმდა.

იგი შეხვედრაზე თავის ადვოკტთან და რამდენიმე პირთან ერთად, პროკურატურის შესასვლელთან იმყოფება და საშვის დაშვებას ელოდება, რათა შენობაში შევიდეს და მთავარ პროკურორს  შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მის მომხრეებთან ერთად პროკურატურის შენობასთან მას შემდეგ მივიდა, რაც სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი გაამართლა, ხოლო მეორეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მას იგი მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ზაზა სარალიძის თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან. აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეების დასჯას და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics