18:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 17:38:00, 1829 ნახვა

სამართალი
სააპელაციომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

ამის შესახებ ინფორმაციას „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს.

მათი თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.

შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი" ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საკითხის ხელახლა განხილვა დაევალა.

საქმე მოსამართლე მერაბ ლომიძემ განიხილა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics