18:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-27 23:39:07, 1450 ნახვა

სამართალი
„სახლიდან მარიხუანის გარდა არაფერი ამოუღიათ" - ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა გაათავისუფლეს

„პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა", - წერს Facebook-ში ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა გათავისუფლების შემდეგ. რამდენიმე გამოცემა დაკავების შესახებ იტყობინებოდა. ჩაჩუა მადლობას უხდის საკონსტიტუციო სასამართლოს, „რომლის წყალობითაც" მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გაუქმდა.

„ჩემი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ აღმოჩნდა. თითქმის 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად ჩემი საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებს მარიხუანის გარდა არაფერი ამოუღიათ. ამის მიუხედავად, ჩემმა კოლეგებმა, სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დამაკავეს და ასევე, რომ დიდი სასჯელი მემუქრებოდა. ამ ინფორმაციას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებდა. ასევე, ამოღებულია ჩემი პირადი იარაღი, რომელიც არის გაფორმებული, რეგისტრირებული და მე მაქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება. ჩამიტარდა ნარკოლოგიური შემოწმება და დამიდგინა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება. ასევე, სავარაუდოდ ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუკი ვინმეს, ვინც უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს და ეჭვი ეპარება იმ ყველაფერში რასაც მე ვამბობ, ამაზე უკვე ჩემ ადვოკატებთან გავივლი კონსულტაციას და სამართლებრივ მსვლელობას მივცემ. პ.ს ვისაც ჩემი ვალი გქონდათ და გეგონათ შეგრჩათ, არ გამოვიდა ეგ ამბავი", - აღნიშნავს ჩაჩუა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics