|
2018-05-27 13:03:17, 1624 ნახვა
პოლიტიკა
საზეიმო მიღება პირველი დემოკრატიული რესუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით
დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არარაერთი თაობა ოცნებობდა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო მიღების მონაწილეებს, რომელიც პირველი დემოკრატიული რესუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებს, პირველ ქართულ დიასპორას. "წარმომიდგენია, რამდენად ემოციურია მათთვის დღეს აქ, ჩვენთან ერთად ყოფნა. 100 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი - საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა, ევროპული დემოკრატიული პრინციპების თანახმად მოწყობილი სახელმწიფო, მიიღო პირველი კონსტიტუცია და საამაყოა, რომ დღეს ჩვენ ვართ სწორედ იმ რესპუბლიკის საქმის გამგრძელებლები. პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა ამ საქმეს ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს, რომ დროთა და ჟამთა სიავემ ვერ მოსწყვიტა საქართველო იმ ტრაექტორიას, რომელსაც საფუძველი 1918 წლის 26 მაისს დაედო. მინდა, მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა. კიდევ რეთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, გაერეთიანებულ საქართველოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბლესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ერთობლივ მიღებაზე საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური წრეების, რელიგიური კონფესიების, მედიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)