|
2018-05-25 17:28:45, 1659 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში 1709 სამალავიდან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 1709 სამალავიდან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ზღვის მიმდებარე პარკში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკულ საშუალებას სამალავებში ათავსებდა. ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან 119 შეკვრა „ჰაშიში“, ხოლო დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 61 შეკვრად დაფასოებული იგივე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე მიმდინარე წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, არაერთხელ, საქართველოში 5-5 დღით, ვითომდა ტურისტული ვიზიტით ჩამოდიოდა. ს.ზ. ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ტოვებდა, სურათებს უღებდა და შესაბამისი ნუმერაციით აღრიცხავდა. იგი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდა. გამოძიების ფარგლებში, დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა მის მიერ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ სამალავებში რეალიზაციის მიზნით ჩადებული ნარკოტიკული საშუალებების ფოტოები და სხვა სახის ელექტრონული მტკიცებულებები. საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ს.ზ.-ს ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ვიზიტების პერიოდში ნარკოტიკული საშუალება 1709 ადგილზე მოათავსა, მათ შორის, თბილისის ზღვის პარკში - 119 ადგილას, ვაკის პარკსა და თბილისის სხვადასხვა უბანში. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)