|
2018-05-17 11:31:33, 1548 ნახვა
სამართალი
„თიბისი ბანკმა“ „ასავალ-დასავალთან“ 4-წლიანი სამართლებრივი დავა დაასრულა
„ასავალ-დასავალმა" უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა და საჯაროდ უარყო 2014 წელს გამოცემის სხვადასხვა ნომერში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ. გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა მის მიერ გამოქვეყნებული სიცრუე უარყო იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას. თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ „ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ სარჩელი 2014 წლის თებერვალში შეიტანეს. მიზეზი პიროვნებისა და ბანკის დისკრედიტაციისადმი მიზანმიმართული გრძელვადიანი კამპანია იყო. სასამართლო დავა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანცია გაიარა. ყველა ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ეხებოდა როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ, ისე მამუკა ხაზარაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. სიცრუის უარყოფის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა ასევე გადაიხადა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული ფულადი კომპენსაცია. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიის სახით გადაეცემათ.
(R)
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)