01:24 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 15:58:52, 1343 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: რადიკალიზმი პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში დამანგრეველია

ეს ორდღიანი აქციები ეხებოდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რადიკალიზმი − იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თაობებმა ერთმანრთის მოსმენა და გაგება უნდა ისწავლონ.

„ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ეს ნარკოპოლიტიკაა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ორდღიანი აქციები ეხებოდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რადიკალიზმი − იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი. შესაბამისად, ჩვენ, სანამ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფს შევქმნით და ვიმუშავებთ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც 4 მილიონი ქართველი შევალთ, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ გავმთლიანდეთ, როგორ გვესმოდეს ერთმანეთის, რადგან რადიკალიზმი არც ლიბერალიზმის მიმართულებით და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ წაადგება. ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები ამას ეხებოდა, მხოლოდ შემდეგ − ნარკოპოლიტიკას. შესაბამისად, მოდი, ამაზე ვიფიქროთ; ვინც ვართ ჩემი თაობის წარმომადგენლები, როგორ გავუგოთ მათ, ვისაც მეტრიკაში ცოტა უფრო მერმინდელი დაბადების თარიღი უწერია; ვიფიქროთ იმაზე, ახალმა თაობამ როგორ გაიგოს უკეთესად, რას ვამბობთ ჩვენ და ჩვენ როგორ მოვუსმინოთ მათ, ვინც ჩვენზე უფროსია. ეს არის ჩემთვის დღეს მთავარი, რამაც დამაფიქრა, რაც ვიცოდი, რომ ასეა, მაგრამ ღიად გეტყვით, შემაშფოთა და ამ მხრივ მუშაობა არ იქნება ურიგო", - განაცხადა წულუკიანმა. 

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics