00:15 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 13:47:50, 1391 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე: ნარკოპოლიტიკის პროექტს, რომელიც პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები

„არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელება“, - ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ემიჯნება.

„დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ის უნდა იყოს სწორად გათვლილი, დაგეგმილი და სწორად განხორციელებული. არავინ დაობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი რა ფორმითაც არის წარმოდგენილი, კატეგორიულად მიუღებელია და თუ სესიაზე ამ სახით გავა, მე წინააღმდეგი ვიქნები“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

მან ასევე არსებული კანონპროექტით შემოთავაზებულ დოზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჯარიმო სახდელები სწორად უნდა იყოს გათვლილი.

„პირადად ჩემთვის მიუღებელია ის, რომ თუ ნარკომომხმარებელი ნარკოტიკს არასრულწლოვანთან ერთად მოიხმარს, ის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდეს. ასევე მიუღებელია, ნარკოტიკების თუნდაც პირადი მოხმარებისათვის საქართველოს საზღვარზე შემოტანა ან გატანა და არალეგალური ტრანზიტი 100 ლარამდე ჯარიმით ისჯებოდეს. ეს არის ღია კარი ნარკომანიის აფეთქებისკენ. ნარკოტიკების მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორში უნდა გადმოვიყვანოთ, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს ბოლო ეტაპი, სადაც იქნება არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმი და თუკი მომხმარებელი მკურნალობას ითხოვს, ამაში სახელმწიფო პროგრამებით ხელს ვუწყობთ, მაგრამ თუ ის საბოლოოდ უარს იტყვის მკურნალობაზე, არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმზე უნდა გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამაზეც უარს იტყვის, ის საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს“, - განაცხადა დეპუტატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics