07:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 13:57:39, 1523 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით, საქართველოს ისრაელის ეკონომიკის მინისტრი ესტუმრა

 საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ელი კოენი ეწვია, რომელიც საქართველოში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება. ბოლო შეხვედრა ორი ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შორის მიმდინარე წლის 26 მარტს ისრაელში შედგა.

ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, აგრეთვე ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია კომპანია „ელბიტის" ინვესტიციით თბილისში მაღალტექნოლოგიური საწარმოს საზეიმო გახსნაში მონაწილეობა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ტექნო პარკის დათვალიერება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics