|
2018-05-10 13:48:59, 2442 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს არ შევეგუებით
დიდი იმედი მაქვს, რომ ისტორიის ეს თავი დასრულდა და ყველამ მკაფიო გზავნილი მიიღო ჩვენგან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ირანსა და ისრაელს შორის სარაკეტო დარტყმების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა გოლანის მაღლობებიდან განხორციელებული იერიშის შედეგად, სირიის ტერიტორიაზე განლაგებული თითქმის ყველა ირანული სამხედრო ბაზა გაანადგურეს. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიზანი სირიაში შექმნილი ვითარების ესკალაცია არ არის, თუმცა ირანის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს არ შევეგუებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ისტორიის ეს თავი დასრულდა და ყველამ მკაფიო გზავნილი მიიღო ჩვენგან“,- აღნიშნა ლიბერმანმა. ასევე, მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი გამანადგურებელ გამარჯვებაზე არ არის. „გვესმის, რომ საქმე გვაქვს უდრეკ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ათწლეულების მანძილზე ცდილობს ჩვენზე დარტყმები განახორციელოს და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ისრაელი ირანს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ სირია ჩვენზე თავდასხმებისთვის ფორპოსტად აქციოს“, - განაცხადა ლიბერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)