|
2015-05-25 09:40:01, 566 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო: 26 მაისს ნებისმიერ მსურველს C ჰეპატიტზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდება
„ 26 მაისს ნებისმიერ მსურველს C ჰეპატიტზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდება“.-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყების წინ 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გარდა C ჰეპატიტზე ტესტირებისა და ასევე უფასო იქნება ექიმის კონსულტაცია. „ღონისძიებები თავისი შინაარსით დაახლოებით იგივე იქნება, რაც შარშან. ყველა სამინისტრო იქნება წარმოდგენილი თავისი კუთხით, რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს აქ იქნება რამდენიმე აქტივობა, ერთი თუკი შარშან იყო კანის სიმსივნის სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა იყო, წელს ეს იქნება C ჰეპატიტზე ტესტირება, ნებისმიერ ადამიანს გავუკეთებთ ამ ტესტებს. ასევე იქნება კონსულტაციები და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)