|
2015-05-24 15:49:02, 2711 ნახვა
კომენტარი
თამარ ბერუჩაშვილი: ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი სოფელ ქარქუსაანიდან 42 წლის მამაკაცის გატაცების ფაქტს გამოემხაურა. როგორც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ფაქტს გმობს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობს. "გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია; ეს არის სრული დარღვევა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ყველა შეთანხმების, რომელიც საქართველოს რუსეთთან აქვს გაფორმებული",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. მისივე თქმით, გახშირებული გატაცებები არის ის სირთულე, რასაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა ხშირად აწყდება. "ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც აწყდება მოსახლეობა. ეს არის ის თემა, რომელსაც ქართული დიპლომატია რეგულარულად აყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატზე",-განმარტა ბერუჩაშვილმა. შეგახსენებთ, გრემისხევის თემის სოფელ ქარქუსაანის სასაფლაოდან 42 წლის მამაკაცი გაიტაცეს. ის სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)