|
2018-05-03 15:20:04, 1782 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას არ უნდა შეეხოს
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას არ უნდა შეეხოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი ფინალურ სტადიაშია. „ნარკოპოლიტიკა საჭიროებს გადახედვას, ოღონდ არა იმ სახით, რომელიც საზოგადოების ნაწილში არის გავრცელებული, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს იმას, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა ანუ შემცირდეს ზიანი, მთელი დედა-აზრი ეს არის. მოგეხსენებათ რომ უკვე ფინალურ სტადიაში არის ახალი კანონპრექტი, რომელიც იმედია იმ სახით გამოვა, რომ მთავარი ამოცანა შეასრულოს - მიწოდების და მოთხოვნის შემცირება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)