19:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 11:24:47, 1753 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: „ქართულ ოცნებას“ უნდა რომ პრეზიდენტს დაესხას თავს და ამიტომ მოიწვია დებატები

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს დებატების გამართვას ეხმაურება.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიციას მთავრობის მიმართ ბევრი კითხვა ექნება.

„გაზრდილი კრიმინალი, აღქმა კორუფციის მიმართ, უამრავი პრობლემა გვაქვს, რომელზეც მთავრობა არ რეაგირებს. შესაბამისად, ამ დებატებზე ევროპული საქართველოს მხრიდან იქნება დასმული კითხვები მთავრობის მიმართ პირველ რიგში  თუ როგორ აპირებენ ისინი გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. პრეზიდენტის მოხსენება არის კარგი საფუძველი, რომ ასეთი დებატები შედგეს. „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ უნდა რომ პრეზიდენტს დაესხას თავს და ამიტომ მოიწვია დებატები, თუმცა მთავარი არის ამ პრობლემებზე საუბარი“,-აცხადებს სერგი კაპანაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics