23:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 18:35:11, 1302 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიახლეებით შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიახლეებით ხვდება. IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

მოწვეულ სტუმრებს პირველად ჰქონდათ საშუალება ეხილათ საქართველოს შეიარაღებული ძლების რესურსებით აწყობილი ცეცხლმაქრი, მსუბუქად შეჯავშნული მანქანა.  

2017 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრებიდან მიღებულმა გამოცდილებამ, დღის წესრიგში  მუხლუხიანი მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკის შექმნა დააყენა, რომელიც რთულ რელიეფში ხანძრის კერებთან მიახლოებას და მის ლოკალიზებას შეძლებდა.

მსუბუქად შეჯავშნული სახანძრო ტექნიკა  3 ტონიანი წყლის ავზით, წყლის გამტყორცნ-გამფრქვევი მოწყობილობით, საბულდოზერო მოწყობილობით და შემავსებელი გადასატანი მოტო-ტუმბოთია აღჭურვილი. ტექნიკა დამატებით აღიჭურვა კავშირგაბმულობის სისტემით.

მოწვეულ სტუმრებს ასევე, საშუალება ჰქონდათ ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი დაეთვალიერებინათ. ჯაველინი არის უახლესი ჭკვიანი მართვადი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა, რომლის შეძენის სურვილი საქართველოს 10 წელზე მეტია გააჩნდა, თუმცა მისი შესყიდვა მხოლოდ გასული წლის ბოლოს გახდა შესაძლებელი. პარტნიორმა ქვეყანამ ამ ნაბიჯით აღიარა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც მთლიანობაში აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებული მაღალი ნდობის ხარისხით არის განპირობებული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics