|
2015-05-23 14:02:03, 482 ნახვა
საზოგადოება
თბილისში აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თბილისში, აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ვროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები“ გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროინტეგრაციის საკითხებზე. კონფერენციის ფარგლებში ჩამოსულმა და ადგილობრივმა აკადემიკოსებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ მკვლევარები, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი სპეციალისტები და აკადემიურ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები როგორც საქართველოს, ისე ამერიკის, დიდი ბირიტანეთის, თურქეთის, პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ერაყის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. მონაწილეთა მოხსენებები მოიცავდა თემებს, როგორიცაა პარტნიორი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების გამოწვევები ევროკავშირის წევრობის გზაზე, ეკონომიკა და სექტორული თანამშრომლობა, განათლება, ენერგეტიკა, ფინანსები, ტურიზმი და სხვა. კონფერენცია შავი ზღვის შაერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA), ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან და საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)