18:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 10:42:13, 2087 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ძალადობასა და ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 

იტალიური მედიის ცნობით, ქალაქ მანტოვაში სამართალდამცველებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. მათ ერთ-ერთ ბარში  ადამიანებზე თავდასხმასა და რამდენიმე მაღაზიის გაქურდვაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მოქალაქეებს უმიზეზოდ ავიწროებდნენ.

მედიის ცნობით,  ძალადობის მსხვერპლთა შორის იტალიელი მოზარდი და განელი გამყიდველი არიან. პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე მათ საჩივარზე დაყრდნობით აიყვანა.

დაკავებულთა ასაკი 37 წელს არ აღემატება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დაპატიმრებულები ქურდობისთვის იძებნებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics