16:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 14:41:59, 1781 ნახვა

კომენტარი
ხუხაშვილი: ივანიშვილის დაბრუნება იყო ობიექტური აუცილებლობა, რადგან ქვეყანაში მმართველობითი კრიზისი გვქონდა

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს.

როგორ ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ეს ობიექტური აუცილებლობა იყო.

„ეს ობიექტური აუცილებლობა იყო, მან გაიაზრა, რომ სერიოზული მმართველობითი კრიზისი გვქონდა ქვეყანაში და შესაბამისად, მისი რეინტეგრაცია პოლიტიკაში აუცილებელი იყო და მან გადადგა ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მისთვის კომფორტული გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ხუხაშვილმა. 

ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება და ამ ეტაპზე პარტიის თავმჯდომარეობა წესრიგის აღსადგენად სრულიად საკმარისია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics