|
2018-04-19 13:15:46, 718 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ წაბლანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას ესტუმრა და 1989 წლის 19 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ღონისძიებას, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ყოველწლიურად იმართება, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ხულოს მერი გოჩა მელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, ზურაბ პატარაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა წაბლანელებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლების გადაჭრის საკითხზე, მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სულ მალე საშუალება მიეცემათ იქონიონ საკუთარი ჭერი. „როგორც თქვენთვის ცნობილია, აჭარის მთავრობის დაფინანსებით და საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ასევე ინვესტორი კომპანია "აჭარისწყალის" ჩართულობით შენდება საცხოვრებელი, რომელშიც ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფარს, მუდმივ ჭერს მიიღებენ. მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ, რომ მშენებლობა უკვე დასრულების ეტაპზეა, შემოდგომაზე ბინების გადაცემას ერთად აღვნიშნავთ" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 1989 წლის 19 აპრილს, აჭარის მაღალმთიან სოფელში, წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.
(NS)
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)