00:14 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 18:00:45, 1731 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს დადებითად აფასებს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ვერნერ ლიპახსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები. აღინიშნა, რომ ბანკი დადებითად აფასებს მათ განხორციელებას საქართველოში, ასევე მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებებზე, რომელთაც აზიის განვითარების ბანკი პრიორიტეტულად მიიჩევს, კერძოდ, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, პროფესიული განათლების პროგრამების მხარდაჭერას და სხვ. საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული აზიის განვითარების ბანკი. კერძოდ, საპენსიო რეფორმასა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.  

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პირველი მოადგილე,  საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics