|
2018-04-18 13:24:19, 1490 ნახვა
კომენტარი
როზარია პუგლისი: ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან ძლიერი, იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე აქამდე გვახსოვს
„ვფიქრობ, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან ძლიერი, იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე აქამდე გვახსოვს. ნატო-ს მხრიდან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ნატო-ს დღეების ფარგლებში, რეგიონებში პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საგარეო უწყების ინფორმაციით, პუგლისმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან შეხვედრების მნიშვნელობას და მათთვის ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რაც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს არ წამოადგენს. „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ეს ენთუზიაზმი არ უნდა მივიღოთ როგორც თავისთავად არსებული ფაქტი და არ უნდა გავაუფასუროთ მისი მნიშვნელობა, არამედ მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული აქტივობებისა და ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ“, - განაცხადა ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა. ჟურნალისტებთან საუბრისას როზარია პუგლისმა ხაზი გაუსვა გასულ წელს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტია დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)