|
2018-04-17 22:06:13, 2094 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად ქორიძე: შეწყალების კომისია უნდა გაფართოვდეს და გაიზარდოს შეწყალების მექანიზმის სტანდარტი
პრეზიდენტის სასახლეში შეწყალების კომისიის წევრების, პრეზიდენტის მრჩევლებისა და ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მონაწილეები შეწყალების მექანიზმის გენდერული მიმართულებით სტანდარტის გაზრდასა და კომისიის შემადგენლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო შეწყალების მექანიზმში არსებულ სტანდარტებს, რამდენად კარგია ისინი და სად, ან რა ფორმით საჭიროებს უფრო მაღალ დონეზე აყვანას. "უნდა მოხდეს კომისიის წევრთა შემადგენლობის გაფართოება და იმ ადამიანების მოწვევაც კომისიაში, რომლებიც შეიძლება, კიდევ უფრო მეტად წაადგნენ ამ სტანდარტის აწევას. შეხვედრები კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრამ ნათელი გახადა, რომ კი ცვლილებებისთვის სივრცე არსებობს. "გვჭირდება დახმარება პროფესიონალი ადამიანებისა და კომპეტენტური წრეების. გვჭირდება ის, რომ დღეს, შედარებით ზოგადი რჩევები გარდაიქმნას უფრო კონკრეტულ გამოსავლებში. ეს პროცესი დავიწყეთ იმისთვის, რომ შინაარსი და გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი გაცილებით უფრო მაღალი გახდეს. არასამთავრობოებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ამ შეხვედრის ინიციატივა მოდის პრეზიდენტისგან და პრეზიდენტი ღია იმისთვის, რომ მოვისმინოთ განსხვავებული, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები, რაც ყოველთვის კარგია და დაეხმარება პროცესის გაუმჯობესებას", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)