23:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 11:13:39, 1482 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მშპ-ს 8.7% შეადგინა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა. 

„2017 წელს ჩვენ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამის დაწყების პერიოდისათვის არსებულ პროგნოზებს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველ როლს კერძო სექტორი ასრულებს. ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში წლიურად 19 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება საგარეო შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა.

„აღნიშნული შეფასების გაკეთების საშუალებას გვაძლევს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა.  2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics