|
2018-04-11 13:51:18, 1570 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე იერუსალიმის მერს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაესვა. იერუსალიმის მერმა კახა კალაძეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა, ქალაქებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ნამდვილი მეგობარი ისრაელის სახით და იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია, რაც ორივე ქვეყნის ხალხს შორის ისტორიულად არსებობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების კუთხით არსებულ პოტენციალზე. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, ახლო მომავალში თბილისში ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართოს. კახა კალაძემ იერუსალიმის მერს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალი ტექნოლოგიებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით, იერუსალიმის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „შეხვედრაზე იმ გამოცდილების გაზიარებაზე ვისაუბრეთ, რაც იერუსალიმს აქვს. მუნიციპალური სერვისების თვალსაზრისით, ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ თბილისში, ივნისში ჩავატარებთ ბიზნეს ფორუმს, სადაც მოწვეული იქნებიან ებრაელი ბიზნესმენები, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრით გააჩნია. ასევე, მათ შევთავაზებთ საინტერესო პროექტებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)