|
2018-04-04 11:47:58, 1649 ნახვა
სამართალი
2017 წელს, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 178 ადამიანი უკანონოდ დააკავეს
2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებებსა და მათი გათავისუფლებისთვის დაკისრებული გაზრდილი ე.წ. ჯარიმების გადახდის იძულებაში გამოიხატება. „კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება საოკუპაციო ხაზების გასწვრივ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური წარმომადგენელბის მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის წარმოება. საანგარიშო პერიოდმა მკაფიოდ აჩვენა, რომ აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ძალების მიერ დე ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული და მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების ე.წ. საზღვრების „დელიმიტაციის“ და „დემარკაციის“ პროცესში „ჩათრევას“. 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული. 2017 წელს კიდევ ორი დამატებითი ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის („ხურჩა-ნაბაკევი“ და „ორსანტია-ოტობაია“) დახურვა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკუპირებული გალის რაიონიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ინტერაქციის შეზღუდვას. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევასა და დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის „ბინადრობის უფლების“ მინიჭების საკითხზე დაწესებული შეზღუდვები, ოკუპირებული გალის რაიონისა და ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების ნაწილობრივ აკრძალვა და 2017 წელს ცხინვალის რეგიონში (სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი და ფრისი) დევნილი ქართველების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული ნგრევა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება და ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არარსებობა“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)