|
2018-03-30 15:59:45, 2527 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებასთან დაკავშირებით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიცილაური წერილით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და საქართველოს მხარდამჭერი აქტისა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. "იმ ვითარებაში, როდესაც დღეს რუსული რევიზიონიზმი გადადის ახალი - ცივი ომის დინამიკის ფაზაში, როდესაც უპრეცენდენტოდ კონსოლიდირებულია დასავლეთი და ცივილური სამყარო, რომელსაც საქართველო ბუნებრივად არის მიერთებული ამ პროცესს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გააზრება, რომ საქართველო, როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, საკვანძო ადგილია. შესაბამისად, ასეთი ინიციატივის განხორციელება როგორიც საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებაა, ძალიან დროული და ადეკვატური პასუხი იქნება ამ გაზრდილ გამოწვევებზე", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა. დავით რაქვიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივა ევროპული და ამერიკული ვიზიტების ფარგლებში, კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრებისას გააჟღერა და მისმა ინიციატივამ ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატმა გააგრძელა კონსულტაციები საქართველოს მხარდამჭერებთან, მათ შორის სენატორებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან. აღნიშნულ ინიციატივაზე შედგა ზეპირი კომუნიკაცია პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)