|
2018-03-29 17:52:01, 2565 ნახვა
ეკონომიკა
ოზურგეთში ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა შედგა
ოზურგეთში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. "ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად და რა თქმა უნდა დარმწუნებულები ვართ, რომ იმ რეფორმებთან ერთად, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაანონსებთ თქვენი ძალისხმევით, იმის მოლოდინით, რომ მცირე და საშუალო მეწარმეების რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. აღნიშნული რეფორმა ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი ინდმეწარმეები ასაქმებენ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, აღნიშნული რეფორმის შემდეგ კიდევ უფრო მეტ მეწარმეს ვიხილავთ ჩვენს ბიზნესში",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით. ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელსშეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტადჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირებიზნესის შემდგომი განვითარებისთვისსაქართველოში. პრეზენტაციაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში, კერძო სექტორისწარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენსაგადასახადო კოდექსში მომზადებულრამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე იხილება საპარლამენტო კომიტეტებში.
(NS)
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)