|
2018-03-29 17:49:29, 2247 ნახვა
პოლიტიკა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი: შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, რადგან ქართულ მხარეს მფარველების გაბრაზების ეშინია
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარის მარია კოტაევას განცხადებით, ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მსოფლიოში ანტირუსული კამპანიის გამო არ დათანხმდა. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. როგორც კოტაევამ აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებები, ევროპის მასშტაბით რუსი დიპლომატების გაძევებას დაემთხვა. იგი მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს "დასავლელი მფარველების გაბრაზება არ სურდა". "საქართველოს ხელისუფლებამ მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას შესაძლოა ხელი მოაწეროს. ამის ფონზე სამხრეთ ოსეთში გაჩნდა ერთგვარი მოლოდინი, თუმცა ჟენევის მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ ისევ დაიწყო რუსეთის დადანაშაულება ოკუპაციაში. შედეგად წინ ნაბიჯი არ გადაიდგა და შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ანტირუსული კამპანიის ფონზე, ვერ გაბედა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, რათა დასავლელი მფარველები არ გაებრაზებინა", - განაცხადა კოტაევამ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)