|
2018-03-27 14:50:51, 1670 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: მე ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი სწორად განვითარდეს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ქალაქის მთავრობა იღებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გენერალური გეგმის განხილვის დროს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენ რა თქმა უნდა,ვიღებთ პასუხისმგებლობას - გენგეგმას მივიღებთ თუ არა. ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაშიქალაქის სწორი განვითარებამნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მერიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები აუცილებლად განსახილველი და ყურადსაღებია. „როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, რატომ არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუნდაც ის შეცდომები, რომელზეც ვსაუბრობთ?! 2 მლნ 800 ათასი იხარჯება ბიუჯეტიდან. რას ჰქვია არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რა მიდგომებია ეს?! ელემენტარულია ის, რომ გამქრალია სკვერები?! ხომ გვაქვს კონცეფცია, რასაც ყველა მივესალმებით, რომ უნდა იყოს მწვანე ქალაქი?! ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ის არის სწორი, რომ გავაქროთ სკვერები?!“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ქალაქის სწორ განვითარებას ეფუძნება. „ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ. ჩვენ ვართ ქალაქის ხელმძღვანელობა. მე ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი სწორად განვითარდეს და თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობაიგრძნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)