|
2018-03-26 14:32:11, 1756 ნახვა
სამართალი
სუს-მა გურჯაანის მერიის 4 მოქმედი და 3 ყოფილი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გურჯანიის მერიის 4 მოქმედი და გამგეობის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული: „ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შ., ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბ., განყოფილების მშენებლობის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ა., გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი კ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ა. და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში დიმიტრი ა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს ,გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,მოხელეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, საერთო ღირებულებით 44 849,98 ლარი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი დაევალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად მიმდინარე მშენებლობაზე მომსახურებისა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ კომისიას შემდეგი შემადგენლობით: კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი კ, კომისიის წევრები: ნოდარ შ, დურმიშხან ა, თეიმურაზ ბ, გიორგი ა, ივანე ქ. და დიმიტრი ა. შპს ,,მოხელემ“ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი 44 849,98 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, ფაქტობრივად შეასრულა 29 048,11 ლარის სამუშაოები. შპს "მოხელეს" დირექტორმა და დამფუძნებელმა თემურ ფ-მ არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, შეადგინა ყალბი ინფორმაციის შემცველი ფორმა №2-ები საერთო ღირებულებით 43 351,07 ლარი, რაც წარადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. დასახელებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კომისიის ზემომითითებულმა წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები და შეადგინეს დასკვნები, რომელთა თანახმად სამუშაოები შესრულებულია წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც განხორციელდა სამუშაოების მიღება-ჩაბარება გამგებლის მიერ, რაც გახდა საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველი. ამდენად, თემურ ფ. დიმიტრი კ-ს, ნოდარ შ-ს, დურმიშხან ა-ს თეიმურაზ ბ-ს გიორგი ა-ს, ივანე ქ-ს და დიმიტრი ა-ს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით 14 302,96 ლარი. გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით)რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)