18:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 10:35:04, 1670 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ისრაელს ეწვია

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვია.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელსაც მსხვილი ისრაელური კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან.  ისინი წარმოადგენენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა საფინანსო, ინოვაციური ტექნოლოგიები, მობილური კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მრგვალი მაგიდის მსვლელობისას, დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელური ბიზნესის წინაშე გააკეთებს მოხსენება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ.

მინისტრი შეხვედრას გამართავს ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენთან.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე ქალაქ იეჰუდაში კომპანია "ELBIT"-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება, რომლის დროსაც ასევე მოეწყობა აღნიშნული კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, აგრეთვე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics