|
2018-03-24 10:33:20, 1718 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მადლობას ვუხდი აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის. „ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამასთან 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას 105 325 000 აშშ დოლარამდე. კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ მოაწერა ხელი. ეს არის როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და შემდგოში კიდევ უფრო აქტიური თანამსრომლობისთვის მზაობის მკაფიო დასტური. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)