|
2018-03-22 18:57:10, 1859 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს „ჩარჩო ხელშეკრულებას ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს "ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას". როგორც ჩარჩო ხელშეკრულებაშია აღნიშნული: ბელარუსი და საქართველო ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას - სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას. ასევე, ბელარუსის რესპუბლიკა და საქართველო ითვალისწინებენ საერთო ინტერესებს ყველა სფეროში განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ადასტურებენ ორმხრივ მისწრაფებას განავითარონ ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა; საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სხვა შეთანხმებებთან ერთად ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება, უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია სახელმწიფოთშორისი ურთიერთობისათვის და საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის გრძელვადიან სტრატეგიას და პრინციპებს განსაზღვრავს. "აღსანიშნავია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის განმავლობაში დღევანდელ დღემდე ვერ მოხერხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება და იგი გაფორმდა დღეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა პრინციპებთან ერთად, რაც ჩადებულია ჩვენი თანამშრომლობის საფუძვლად ასევე ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)