|
2018-03-22 12:57:32, 1607 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო. სასტუმრო „რედისონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა EU4Business-ის მნიშვნელობაზე საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამა EU4Business-ს ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ეს პროგრამა, საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი, ზრდის ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებულ მნიშვნელოვანი რეფორმებზე ისაუბრა, მან ასევე აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. „2014 წელს ჩვენ ასოცირების შეთანხმებასთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შეთანხმებას, რაც ნამდვილად იყო ბიძგი, რომ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გახსნილიყო, საქართველოს გასჩენოდა სტიმული იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი წარმოებები და საქართველოს ეკონომიკა მეტად კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. სწორედ ამ დროს საქართველოს მთავრობამ შექმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც თავისი შინაარსით თითქმის იგივეა, რაც შემდგომში უკვე ევროკავშირმა შემოგვთავაზა, როგორც პროგრამა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთი სერიოზული სტიმულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. პირველმა ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა ექსპორტის დივერიფიკაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე აღნიშნა, რომ საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის.
(NS)
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)