06:47 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 11:23:51, 1595 ნახვა

კომენტარი
შოთაძე - სამხარაულის ექსპერტიზის შემდეგ, დადგინდება საჭიროა თუ არა ტატუნაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, დადგინდება არის თუ არა საჭირო არჩილ ტატუნაშვილის საქმეში საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, გამოძიება გამჭვირვალე იქნება.  

"მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, შსს-ში გამოძიება დაწყებულია და დაიწყო იმ დღესვე, როცა მოხდა ტატუნაშვილის გატაცება. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას ამ საქმეში, ამ ეტაპზე დანიშნულია ექსპერტიზა საქართველოში, სამხარაულის ბიუროში. სამხარაულის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას - არის თუ არა საჭიროება ამ საქმეზე ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, გამოძიება იქნება სრულიად გამჭვირვალე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics