06:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 17:37:57, 1434 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე გოცირიძეს: პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ თან წამოღებული, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ

„თქვენ უბრალოდ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს.

როგორც მან აღნიშნა, გოცირიძემ მისი გამოსვლის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.

”ძალიან უყურადღებოდ უსმენდით ჩემ გამოსვლას, იმიტომ რომ აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთეთ. აქ არის ბევრი ადამიანი, ვინც მოისმინა ჩემი ნათქვამი, ასევე სტენოგრამას გადმოგცემთ სახსოვრად, რომ ასეთი რამ არ მითქვას. მე ვთქვი, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ასახულია არა თქვენი, არამედ ქალბატონი სალომეს და თინას შემოთავაზებები რეზოლუციაში ორ ადგილზე. რაც შეეხება მეორე საკითხს, მართალი გითხრათ, არც მაგის მჯერა, ისინი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მხარს დაუჭერდით. თქვენ უბრალოდ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ. სამწუხაროა, რომ თქვენი კოლეგებიც გავლენის ქვეშ მოაქციეთ, თუმცა რეზოლუციას უმრავლესობის და უმცირესობის მხარდაჭერა აქვს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს. დოკუმენტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს მიუცია, თუმცა ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics