|
2018-03-20 16:10:30, 1465 ნახვა
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში საქართველომ 106-ე პოზიციიდან 30-ე პოზიციაზე გადაინაცვლა
საქართველომ ICAO-ს სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით 87,5 პროცენტი აჩვენა, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში და რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციას შეხვედრაზე, რომელიც 20 მარტს თბილისში გაიმართა. ICAO-ს კოორდინირებული ვალიდაციის მისიას, რომელიც საქართველოში აუდიტის ჩასატარებლად იმყოფება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო მასპინძლობს. შეხვედრაზე აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოს საავიაციო სისტემამ განიცადა 2013 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგებთან შედარებით. ითქვა, რომ ,,ღია ცის“ პოლიტიკის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მნიშვნელოვნად გაამკაცრა ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნები ავიაგადამზიდავებისთვის, რამაც ადგილობრივი ბაზრით რეგიონის წამყვანი ავიაკომპანიების დაინტერესება გამოიწვია. აღინიშნა, რომ სამოქალაქო ავიაციაში გატარებული ლიბერალური პოლიტიკა დადებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე - საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი. შედეგად, გაიზარდა კონკურენცია, რაც დადებითად აისახა მგზავრთა ნაკადზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაუმჯობესება ყველა შემოწმებულ კომპონენტში აჩვენა. კერძოდ, ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება: • სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის (ANS) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 96.49%-ს შეადგენა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 62.47%-ს შეადგენს; • სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 58.53%-ს შეადგენს; • ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა - 95.24%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 71.46%-ს შეადგენს;
(NS)
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)