|
2018-03-20 15:22:35, 1818 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი რეზოლუციაში გაწერილი სანქციების შესრულების კუთხით, პარლამენტისგან მონიტორინგის განხორციელების საჭიროებაზე საუბრობს
დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთობლივ რეზოლუციას მიიღებს. ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია მხოლოდ „პატრიოტთ ალიანსი“, დაუჭიროს თუ არა მხარი რეზოლუციის შემუშავებულ ტექსტს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის საკითხიც, რომელში ფიგურანტი პირების მიმართაც გარკვეული სანქციები ამოქმედდება. „სიის საკითხი არის ასევე მნიშვნელოვანი, თუ ეს არ დარჩება ჰაერში და ამისთვის საჭიროა სერიოზული მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ ქვეყნებთან იმისთვის, რომ იმათ მიიღონ რეალურად სანქციები, ჩვენგან მიღებული არაფერს ნიშნავს, უნდა იყოს სხვებისგან გაზიარებული და ამას უნდა სერიოზული მუშაობა“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი რეზოლუციაში გაწერილი სანქციების შესრულების კუთხით, მთავრობის მხრიდან განხორციელებულ სამუშაოებზე, პარლამენტისგან მონიტორინგის საჭიროებაზე საუბრობს. დეპუტატის განმარტებით, 3 თვეში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ანგარიში უნდა ჩააბაროს: „ჩვენ უნდა ჩავატაროთ მონიტორინგი საგარეოზე, რომ ეს მუშაობა მართლაც ჩატარდება როგორც საჭიროა და დროულად. საჭიროა, ჩვენ მონიტორინგი განვახორციელოთ საგარეო საქმეთა სამინისტროზე ამ მუშაობის მიმართ და როცა საჭირო იქნება, ანუ 3 თვეში, სანამ დასრულდება ის პირველი ვადა, მოვიდეს მინისტრი და ანგარიში ჩააბაროს კომიტეტს, ან თვითონ პლენარულს“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)