05:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 14:03:38, 1416 ნახვა

კომენტარი
კილაძე: ჩვენი მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის, წამების, მკვლელობის არც ერთი შემთხვევა დაუსჯელი არ დარჩება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობა და უმცირესობა ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კონსენსუსის მიღწევა, პოზიციაც და ოპოზიციაც თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ, როგორც რუსეთს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ადამიანების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის  ეფექტიანი კონტროლის ქვეშ არის  და რუსეთს ეკისრება ყველანაირი პასუხისმგებლობა იქ ადამიანის უფლებების დარღვევაზე",-აღნიშნა კილაძემ.

კილაძე ამ ეტაპზე ვერ ასახელებს კონკრეტულ უწყებას, რომელმაც რეზოლუცია უნდა აღასრულოს - შეადგინოს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მოახდინოს მასში ფიგურანტ პირებზე შესაბამისი რეაგირება:

" განსაზღვრულია, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს,ჩვენთვის მთავარია იყოს პოლიტიკური ნება, რაც გვაქვს რეალურად და ეს ნებაა სწორედ გამოხატული რეზოლუციაში. დარწმუნებული ვარ, ყველა ის შესაბამისი უწყებები იქნებიან ჩართულები, რომელთა კომპეტენციაც არის სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა კონკრეტულ უწყებას ახლა ვერ მოგახსენებთ.არც ერთი შემთხვევა ჩვენი მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის, წამების, მკვლელობის, ადამიანის უფლებების დარღვევის არ დარჩება დაუსჯელი",-განაცხადა სოფიო კილაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics